პიკის საათი – 04.07.2025
1) „შემოძახილი“ რუდოლშტადტის ხალხური მუსიკის ფესტივალზე
ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების გაერთიანების მიერ შექმნილ ყველაზე დიდ ფოლკლორული მუსიკის ფესტივალზე საქართვრლოს თელაველები – ანსამბლი „შემოძახილი“ წარადგენს ვასო კორნიენკოს ხელმძღვანელობით.
რესპონდენტი: დავით ცინცაძე – პროექტ „ხალხურის“ მუსიკალური კონსულტანტი და პროდიუსერი.
წამყვანები: მარიამ ჩოჩია; ვანო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
2) უფასო იურიდიული დახმარება გადახდისუუნარო ადამიანებისთვის
იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის.
დღეს იურიდიული დახმარების სამსახურს გააჩნია 18 ბიურო და 42 საკონსულტაციო ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.
რესპონდენტი: დავით სიმონია – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

