პიკის საათი – 04.04.2025

10:03, 04.04.2025
-0:00

1) ძველი თბილისის ქუჩები ველოსიპედით

თბილისში ველო გადაადგილების კულტურა დიდი ხანია არსებობს, თუმცა მთავარ გამოწვევად მაინც უსაფრთხოდ გადაადგილება რჩება, ამიტომ ველომოყვარულები საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობას და გასვლებს ახორციელებენ.

რესპონდენტები: ვერიკო ბაზალი, გიორგი მაღრაძე – ველომოყვარულები.

ავტორი : ეკა ხითარიშვილი.

 

2) სახლ-მუზეუმების საერთაშორისო დღე თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

5-6 აპრილს მსოფლიო პირველად აღნიშნავს სახლ-მუზეუმების საერთაშორისო დღეს თემით „მეხსიერება და პიროვნებები“.

ინიციატივა შექმნილია იტალიის ეროვნული ასოციაციის „მემორიალური სახლები“ (Houses of Memory, Italy), ICOM-DEMHIST-ისა და ICOM-ICLCM-ის თანამშრომლობით, რომელიც მიზნად ისახავს ისტორიული სახლ-მუზეუმების, მემორიალური მუზეუმების როლის ხაზგასმასა და მათი დაცვის მნიშვნელობის გაძლიერებას.

სტუმარი: ნინი სანადირაძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი