პიკის საათი - 04.02.2025
პიკის საათი - 04.02.2025

1) „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ – კვება და სიმსივნური დაავადებები

4 თებერვალს მსოფლიო სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს.

„მთავრი პრობლემა რაც მსოფლიოს აქვს ეს არის ნაპრალები ონკოლოგიური პრობლემების მართვაში და ეს ეხება კვებასაც. კვება არაა ყველასთვის ხელმისაწვდომი. მით უფრო სამკურნალო კვება, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტს სჭირდება. ჩვენს ქვეყანაში ეს დიდი პრობლემაა. ონკოლოგიური დიაგნოზის დროს კვება დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, დაავადების სტადიაზე, დაავადების მკურნალობის მეთოდზე და არა მხოლოდ… ამ დროს ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, რომ ორგანიზმის რესურსი კარგად შევინახოთ“.

ავტორი: მარი მალაზონია – ნუტრიციოლოგი; პროფესორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

2) წიგნი „მზის იბერიული კალენდრები“

წიგნი „მზის იბერიული კალენდრები“ რამაზ პატარიძისა და ალიკო ცინცაძის მზის ერთი და იგივე კალენდრის ორი დამოუკიდებელი აღმოჩენის ლოგიკური და სტრუქტურული ერთგვაროვნების მტკიცებაა. ერთის გასაღები ანბანშია, მეორესი – სიტყვაში. ორივე კი იოანე ზოსიმეს ხელნაწერიდან „ქებაი და დიდებაი“ მომდინარეობს.

ეს საწყისია, რომლითაც ანბანისა და იბერიული სიტყვის ერთიანობა, და ძვ. ქართულის ანბანისმიერი წარმოშობის შეიძლება დავინახოთ. ამ ყველაფერს მივყავართ ქურუმთა ენამდე, რომლებმაც არა მხოლოდ მზის კალენდარი შქმნეს, არამედ ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციის საწყისებიც განსაზღვრეს.

რესპონდენტი: ალიკო ცინცაძე – პროფესორი; ასტრო-ენათმეცნიერი; საერთაშორისო კომპიუტერული ტექნოლოგიების და მართვის აკადემიის წევრი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: