1) „მსხვერპლნი“ – პრემიერა რუსთაველის თეატრში
„მსხვერპლნი“ დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლია ერთ მოქმედებად.
ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია გიორგი კაშია, მხატვარი – ანა ბერიშვილი, მუსიკალური გაფორმება გიორგი კაშიასი, რეჟისორის თანაშემწე – რუსუდან ბარბაქაძე.
„მჯერა, რომ „მსხვერპლნი“ მაყურებლისთვის საყვარელ წარმოდგენად იქცევა. ეს არის ქართველებისთვის ასე ნაცნობი, „რძალდედამთილიანის“, ამბავი. სპექტაკლი, სადაც ყველა გმირი მსხვერპლია, ცხადად გვაჩვენებს თუ რამდენად საბრალოა შეუმდგარი ადამიანი და რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობა“.
სტუმარი: მანანა აბრამიშვილი – მსახიობი (ფეფენა).
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
2) „შრიფტში დაკარგული“
მარიამ ჩხიკვაძე უკვე ორი წელია იტალიაში ცხოვრობს და „აიდის“ უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.
საბოლოო პროექტის ფარგლებში, გადაწყვიტა შეექმნა ნაშრომი, რომელიც, ერთის მხრივ, ქართული დამწერლობის ცნობადობას გაზრდიდა, მეორეს მხრივ, ქართული ფონტების ოჯახს კიდევ ერთ ნიმუშს შემატებდა.
რესპონდენტი: მარიამ ჩხიკვაძე – სოციოლოგი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
