1) თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
„უცვლელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება, რომ ფესტივალის მსვლელობისას ახალგაზრდა მუსიკოსებს უფროს კოლეგებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ეს არა მხოლოდ მათი პერსონალური ზრდის, არამედ, ზოგადად, ჩვენი კულტურის განვითარების გზაა“
სტუმარი: ედიშერ სავიცკი – ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი.
2) შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროექტები ანესის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე
ანესის ფესტივალის ბაზრობის MIFA-ს ექსპერტებმა 2024 წელს თბილისში ჩატარებული ვორქშოფის მონაწილეთა შორის 5 საუკეთესო პროექტი შეარჩიეს, რომლებიც 12 ივნისს 2025 წლის MIFA–ს ფარგლებში Black Sea Partner Pitch ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველო, ზუგდიდი: მარიამ ქორთუა – „ბატონ ბურდას ანატომია“;
ბულგარეთი: პეტია ზლატევა – „ქვიშის მარცვლები“;
უკრაინა: ალექსანდრა ჯიგანსკაია – „მოგონებათა ფრესკები“;
რუმინეთი: ანა ფლორეა – „სახლის აივანზე“;
თურქეთი: მელის ბალჯი – „საბავშვო ბაღი“.
სტუმარი: მარიამ კანდელაკი – ანიმატორთა ასოციაცია „საქანიმას“ დამფუძნებელი და დირექტორი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
