პიკის საათი – 02.10.2026
1) დილის ფოსტა – 75 წლის სტინგი
2) გოდერძი ჩოხელის მუზეუმი ჩოხში
ჩართვა გუამაყრიდან: მერი ბექაური – გოდერძი ჩოხელის მუზეუმის დირექტორი ჩოხში
3) ქართული ფლეიბექ თეატრი
სტუმარი: ცისია ჩოლოყაშვილი – ქართული ფლეიბექ თეატრის ცენტრის დამფუძნებელი, ფსიქოთერაპევტი
4) მერაბ ბერაძე-90
3 ოქტომბერს პოეტი, ჟურნალისტი და სცენარისტი მერაბ ბერაძე 90 წლის ხდება.
მან ჟურნალისტური გზა საქართველოს რადიოს ახალგაზრდულ რედაქციაში დაიწყო, მუშაობდა „მოამბეში“ და უძღვებოდა საავტორო სატელევიზიო პროგრამას „ენერგია“, რომელიც მეცნიერებასა და ტექნიკას, საგამომგონებლო საქმიანობას, ინოვაციებსა და სამეცნიერო მიღწევებს ეძღვნებოდა.
არის 2 წიგნის, 8 პიესისა და 4 სატელევიზიო ფილმის სცენარის ავტორი.
მერაბ ბერაძეს, მისი განსაკუთრებული ქარიზმის, პროფესიონალიზმისა და მაყურებელთან უშუალო კომუნიკაციისთვის 1990 წელს ჟურნალისტთა კავშირის საგანგებო პრიზი გადაეცა. დაჯილდოებულია იუნესკოს ვერცხლის მედლით მეცნიერებაში შეტანილი საგანგებო წვლილისთვის.
ჩანაწერში მოისმენთ ფრაგმენტებს „პიკის საათის“ 2017 წლის 14 თებერვლის გადაცემიდან, სადაც მერაბ ბერაძე და მისი მეუღლე ლია ბერიძე ტელევიზიაში გატარებულ წლებს იხსენებენ.
აქვე მოისმენთ მერაბ ბერაძის ლექსს „ავუნთოთ სანთელი მშობლებს“, რომელსაც დავით სოკოლოვი კითხულობს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

