პიკის საათი - 02.06.2025
პიკის საათი - 02.06.2025

1) თემურ მამისაშვილი – ჯეკი ჩანის კასკადიორთა გუნდის ოფიციალური წევრი

პანდემიის პერიოდში ჯეკი ჩანთან გატარებული დღეები და გადასაღებ მოედანზე ჟან-კლოდ ვან დამის „ხუმრობით“ გაკვირვებული ქართველი კასკადიორი.

„ჯეკი ჩანის გუნდში მხოლოდ ორთაბრძოლების ტექნიკა და უნარები არ კმარა. აქ გუნდურობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ეს ძალიან ელიტარული ჯგუფია, რომელიც არა მხოლოდ ჩინეთში, მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ჩვენ ჩვენს ერთობას გუნდს არ ვეძახით. ეს არის ოჯახი“, – თემურ მამისაშვილი.

რა გზა გაიარა თემურ მამისაშვილმა კედელზე პოსტერებად გაკრულ კუმირებთან მეგობრობამდე?

სტუმარი: თემურ მამისაშვილი – მსახიობი; ჯეკი ჩანის კასკადიორთა გუნდის მერვე თაობის ოფიციალური წევრი.

წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

2) ეკა ხითარიშვილის საავტორო რუბრიკა „ადამიანი“- მარიკა ჩხარტიშვილი-ბაქარაძე

გამორჩეული, განსხვავებული, ნიჭიერი, თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული. ადამიანი, რომლის ხმაც სამუდამოდ დაამახსოვრდა ჩვენს მეხსიერებას და ქალი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში.

მარიკა ჩხარტიშვილი-ბაქარაძე წლების განმავლობაში ჯერ რადიოში მუშაობდა, ხოლო შემდეგ კი ტელევიზიაში.

რესპონდენტები: თინა მგალობლიშვილი, ნუგზარ რუხაძე, ნუნუკა გრძელიშვილი, დოდო ლორთქიფანიძე.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: