1) „ზღაპარი“ – მარიამ ბოლქვაძის საავტორო სიმღერა
მუსიკოსი მამიდა, სამოყვარულო საბავშვო ბენდი, ახალგაზრდული მუსიკალური კონკურსები და საინტერესო ადამიანები გზამკვლევად.
„რაც თავი გავაცნობიერე, ისიც გავაცნობიერე, რომ სიმღერა შემეძლო. მერე უკვე ვეცადე ჩემს ცხოვრებას სულ ჰქონოდა მუსიკალური სუნთქვა“, – მარიამ ბოლქვაძე.
მუსიკა თუ ფსიქოლოგია?
„ისეთი ადამიანი გამოვდექი, რომელმაც ორი პარალელური საქმე უნდა აკეთოს და თანაც გულდასმით. ასე ავირჩიე ფსიქოლოგია“, – მარიამ ბოლქვაძე.
ორი წლის წინ, ბათუმში, გიტარის ერთი აკორდით პროვოცირებული ფრაზა, რომელიც რამდენიმე თვეში სასურველ სიმღერად იქცა.
„ახლა რომ ამ სიმღერას ვისმენ, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც წარმომედგინა – ბრაზილიური სანაპიროს შრიალით. ბრაზილიური სამბა და ბოსანოვა ის ჟანრია, რომელიც, მკვდარი რომ ვიყო, იქაც გამაცოცხლებს“, – მარიამ ბოლქვაძე.
სტუმარი: მარიამ ბოლქვაძე – ბავშვთა ფსიქოლოგი; მუსიკოსი.
წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
2) უცნობი ისტორიები ნიკო გომელაურის ცხოვრებიდან
3 აგვისტოს „ზაზანოვაში“ ნიკო გომელაურის საღამო გაიმართება.
სტუმრები მოისმენენ უკვე კარგად ნაცნობ ლექსებს და უცნობ ისტორიებს ნიკოს ცხოვრებიდან.
რესპონდენტები: თეა გოჩიტაშვილი – საღამოს ორგანიზატორი; ლაშა გურგენიძე – მსახიობი; ნუცა მერაბიშვილი – მომღერალი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
