პიკის საათი - 01.05.2025
პიკის საათი - 01.05.2025

1) ეროვნული ბოტანიკური ბაღის ისტორიული განვითარება, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მისია წიგნში „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“

სტუმარი: მარინა ჩხარტიშვილი – წიგნის ავტორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი.

წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

2) ვანო სარაჯიშვილი – 146 

უნიკალური ჩანაწერი

„ჩემო ვარსკვლავო“ / O, Sole Mio ქართულ ენაზე

მღერის ვანო სარაჯიშვილი.

მუსიკა – ედუარდო დი კაპუა.

ამ სიმღერის სათაურის თარგმანში შეცდომა არ გეგონოთ. გთავაზობთ ამონარიდს შალვა კაშმაძის მონოგრაფიიდან „ვანო სარაჯიშვილი“

„ო, ჩემო მზეო“ ვანოს კ. ანდრონიკაშვილმა და ი. გრიშაშვილმა უთარგმნეს. მას „ჩემი ვარსკვლავი” ეწოდა. ვანო სარაჯიშვილის ვრცელ საესტრადო რეპერტუარში ეს რომანსი მართლაც შუქურ ვარსკვლავივით კიაფობდა. იგი მას განსაკუთრებული ვირტუოზული ოსტატობით, ხმის ფილირებითა და ხალასი განცდით ასრულებდა.

ვანო, გრიშაშვილის საღამოების მშვენება იყო.

– სარაჯიშვილი, გრიშაშვილი! გენაცვალე, გენაცვალე… –

ისმოდა დაუცხრომელ ტაშის გრიალში…“

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: