პიკის საათი - 01.04.2024
პიკის საათი - 01.04.2024

1) „ჩვენი შინაგანი ორკესტრის მუსიკოსები“

„ყველა ადამიანი შემოქმედია, ჩვენ ამით ვგავართ ყევლაფრის შემოქმედს – ღმერთს, რომ გვაქვს მოაზროვნე შემოქმედებითი გონება, უკვდავი სული და თავისუფალი ნება. ყველაფერი ეს ჩვენ სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ და ჩვენი შემოქმედებითი ნაწილი უნდა გამოვაღვიძოთ. ადამიანის არსი ეს არის. ჩვენ ყოველწუთიერად ვქმნით ჩვენს ცხოვრებას“.

სტუმარი: ნინო კანდელაკი – ფსიქოთრაპევტი.

 

2) შინაური ცხოველების მოვლის კულტურა საზოგადოებრივ სივრცეებში

„პატრონი ვალდებულია რომ ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში, უზრუნველყოს მისი დასუფთავება. აღნიშული წესის დარღვევის შემთხვევაში მეპატრონე დაჯარიმდება, მაგალითად, გასულ წელს 400-მდე ასეთ სამართალდარღვევაზე მოხდა რეაგირება“

რესპონდენტი: ზვიად ასანიშვილი – სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

 

3) ქართული ანიმაცია დღეს!

„საქანიმამ 2023 წლის განმავლობაში ჩაატარა 20 ღონისძიება საქართველოსა და უცხოეთში, ყავდა 42 პარტნიორი ორგანიზაცია. (ანიმაციის საერთაშორისო კონფერენცია „ანიმა თბილისი“, ვორქშოფები თბილისში და ბოლნისში, ანესის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის ბაზრობაზე ქართული ანიმაციის სტენდი და ა.შ.).“

სტუმარი: მარიამ კანდელაკი – საქართველოს ანიმატორთა ასოციაციის „საქანიმას“ დამფუძნებელი და დირექტორი.

 

4) აუტიზმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი

„ყველა ძალიან ინდივიდუალურია, აღმოჩნდა რომ ძალიან უყვართ მუსიკა და მოსწონთ ინსტრუმენტებზე დაკვრა, ბევრი მშობლისთვისაც მოულოდნელი იყო მათი შვილების ასეთი ინტერესი“, – ალექსანდრე კორძაია.

„შემოსული თანხები სრულად ხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის-ფერადი ქალაქის მშენებლობას, სადაც აუტიზმის მქონე მოზარდები და ზრდასრულები მიიღებენ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებს“.

სტუმარი: თეონა ცირამუა – გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმზრვანელი.

რესპონდენტი: ალექსანდრე კორძაია – კომპოზიტორი, მუსიკოსი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: