საქართველოს რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის არც ერთი მონაკვეთი არ არის ისე ყალბად ასახული, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის 1918-21 წლების ისტორია, – წერდა ემიგრაციაში მოღვაწე გამოჩენილი პუბლიცისტი კარლო ინასარიძე 1984 წელს. რა მოხდა, როგორ შეიცვალა თანამედროვე ქართველ ისტორიკოსთა პოზიციები და მეცნიერული მიდგომები – ამის შესახებ ახალგაზრდა ისტორიკოსები გვესაუბრებიან.
სტუმრები: ირაკლი ხვადაგიანი – თსუ პირველი რესპუბლიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, მკვლევარი, ირაკლი ირემაძე – ისტორიკოსი.