#ორიენტირები – ფესტივალზე “ქალი და მუსიკა”, რომელიც 22 და 23 მაისს თბილისის კონსერვატორიაში მიმდინარეობდა
გადაცემის სტუმარი ფესტივალის ორგანიზატორი და კომპოზიტორი ეკა ჭაბაშვილი ისაუბრებს ფესტივალის კონცეფციაზე, იმ ღონისძიებებზე, რომელიც მის ფარგლებში ჩატარდა, ამასთანავე მოგვიყვება ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის თამარ ფუტკარაძის ოპერის “თევზის წერილების” შესახებ და გამოეხმაურება ოპერის ერთ–ერთი ფრაგმენტის ირგვლივ წარმოქმნილ პოლემიკას, რომელიც მოყვა ამ ფრაგმენტის განთავსებას სოციალურ ქსელში.