ოჯახის ექიმი - არტერიული ჰიპერტენზიის მართვის ხარვეზები
ოჯახის ექიმი - არტერიული ჰიპერტენზიის მართვის ხარვეზები

“არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის მეთოდთან და მედიკამენტთან დაკავშირებით ექიმთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ყოვლად დაუშვებელია. პაციენტმა მოხმარების მიზნით ესა თუ ის წამალი მხოლოდ ანოტაციიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე არ უნდა შეარჩიოს. ზოგადად, წამლის ანოტაცია პაციენტისთვის არ არის განკუთვნილი, ანოტაცია მომხმარებელზე არცერთი ცივილიზირებული ქვეყნის აფთიაქებში არ გაიცემა.”- კახაბერ ჭელიძე

 

სტუმარი: კახაბერ ჭელიძე – პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი