ნოდარ ცინცაძე – 88

12:22, 07.03.2018
-0:00

6 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუის პროფესორ  – ნოდარ ცინცაძის 88 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. საღამოს სტუმრებმა ნოდარ ცინცაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი ,,მოშინაურებული მზე” (ავტორი ნინო კაკულია) იხილეს.

სტუმრები: ნოდარ ცინცაძე – ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; თსუ-ის პროფესორი; პლაზმის ფიზიკის ფუძემდებელი არა მხოლოდ საქართველოში.

გრიგოლ ფერაძე – თსუ-ის დოქტორანტი; ნოდარ ცინცაძის მოწაფე.

სატელეფონო ჩართვა: გიორგი კვესიტაძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი.

მსგავსი