ნიკოლოზ ჩხოტუა - სახელი ისტორიაში
ნიკოლოზ ჩხოტუა - სახელი ისტორიაში

ნიკოლოზ ჩხოტუამ 1921წელს, ქვეყანაში ბოლშვიკური არმიის შემოჭრის შემდეგ დატოვა სამშობლო, 1940 წელს კი აშშ-ის მოქალაქე გახდა. 1954 წლიდან იგი ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა 1984 წელს.
ნიკოლოზ ჩხოტუას ოცნებად ჰქონდა ქცეული სამშობლოში დაბრუნება, რაშიც ბოლო წლებში ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. სიკვდილის წინ ითხოვა, მისი გული მაინც დაემარხათ ქართულ მიწაში. ეს სურვილი 1988 წელს შეუსრულეს – მაისში, თბილისში ტურისტად ჩამოსულმა უფროსმა რძალმა, მარიეტამ და ოჯახის მეგობარმა – ოლგა ფონ დენმა, ურნა ნიკის დაფერფლილი გულით, ჩუმად დაკრძალეს დედისა და დის გვერდით ერთ საფლავში, ვერაზე, წმინდა პანტელეიმონის სახლეობის ეკლესიასთან;
ნიკოლოზ ჩხოტუას ცხოვრების გზაზე გადაცემაში ვისაუბრებთ.

სტუმარი: რუსუდან დაუშვილი – პროფესორი.

სატელეფონო ჩართვა: საფრანგეთიდან, ისტორიკოსი – გიორგი მამულია.