მთლი ეს როკი - Please Please Me - ეპოქის დასაწყისი I 16.03.2026
მთლი ეს როკი - Please Please Me - ეპოქის დასაწყისი I 16.03.2026

ალბომი 1963 წლის 11 თებერვალს, სულ რაღაც 9 საათსა და 45 წუთში (585 წუთი) ჩაიწერა. მიზეზი მარტივი იყო: ჯგუფის პირველმა სინგლებმა ბრიტანეთი ააფეთქა და პროდიუსერ ჯორჯ მარტინს სურდა, ლივერპულური კლუბების ის ველური ენერგია, რასაც „ბიტლომანია“ ერქვა, სასწრაფოდ ფირფიტაზე გადაეტანა. ეს იყო მუსიკალური „ბლიცკრიგი“.

როკ-მუსიკის ისტორიაში ამ ალბომმა ყველაფერი შეცვალა: მან დაასრულა ეპოქა, როცა შემსრულებლები სხვის სიმღერებს მღეროდნენ. ბიტლზმა დაამტკიცა, რომ როკ-ჯგუფი თავად უნდა იყოს საკუთარი ჰიტების ავტორიცა და არქიტექტორიც. ეს იყო პირველი ნაბიჯი იმ რევოლუციაში, რომელმაც პოპ-მუსიკა ხელოვნებად აქცია.

და აი, მთავარი სიახლე:
სწორედ ამ ალბომით გადაცემა „მთელი ეს როკი“ როგორც იქნა იწყებს ბიტლზის მთლიანი დისკოგრაფიის განხილვა.
მოემზადეთ, წინ დიდი მოგზაურობაა!

A მხარე:

  • I Saw Her Standing There;
  • Misery;
  • Anna (Go to Him);
  • Chains;
  • Boys;
  • Ask Me Why;
  • Please Please Me.

B მხარე:

  •  Love Me Do;
  •  P.S. I Love You;
  •  Baby It’s You;
  •  Do You Want to Know a Secret;
  •  A Taste of Honey;
  •  There’s a Place;
  •  Twist and SHOUT.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: