მთელი ეს როკი - სიმპსონებმა არც არაფერი არ იცოდნენ (მეორე ნაწილი) I 25.05.2026
ინტერნეტში ხშირად შეხვდებით თეორიას, თითქოს სერიალმა „სიმპსონებმა“ (The Simpsons) ტრამპის პრეზიდენტობა, კორონავირუსი თუ 9/11-ის ტრაგედია წინასწარ იწინასწარმეტყველა. თუმცა, რეალობა ბევრად უფრო მარტივი და ლოგიკურია. ეს კონსპიროლოგია სამ ძირითად ფაქტორზე დგას, რომლებიც ამ მითს მთლიანად აბათილებს:
დიდი რიცხვების კანონი და მათემატიკა: სერიალი 35 წელზე მეტია ეთერშია და 750-ზე მეტ ეპიზოდს ითვლის. როდესაც ათწლეულების განმავლობაში ათასობით სხვადასხვა სიტუაციას, ხუმრობასა და სცენარს წერ, სუფთა მათემატიკური ალბათობით, რაღაცები ადრე თუ გვიან რეალურ ცხოვრებაშიც მოხდება.
ჭკვიანი და განათლებული სცენარისტები: სერიალის ავტორები არიან ჰარვარდისა და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, მათემატიკოსები და სოციოლოგები. ისინი კი არ წინასწარმეტყველებენ, არამედ აკეთებენ მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ტენდენციების ღრმა ანალიზს და მათ ჰიპერბოლიზაციას (გაზვიადებას) ახდენენ. რეალობა ხშირად უბრალოდ ეწევა მათ სატირას.
ინტერნეტ-ფეიკები: „წინასწარმეტყველებების“ ნახევარი უბრალოდ ფოტოშოპია. მაგალითად, კადრები, სადაც ტრამპი ესკალატორზე ჩამოდის ან ნოტრ-დამის ხანძარია ასახული, ინტერნეტში ამ მოვლენების მოხდენის შემდეგ შეიქმნა და სერიალის ძველ ეპიზოდებად გასაღდა.
ხოლო გადაცემის ტრეკ ლისტი იმ ბენდების და შემსრულებლების მუსიკით გაფორმდა, რომლებიც რეალურად იღებდნენ სერიალში მონაწილეობას.
სტუმარი: ირაკლი გობრონიძე – სოციოლოგი, ამერიკანისტი.
- The Be Sharps – Baby on Board;
- Red Hot Chili Pepers – Californication;
- Who – My generation;
- Judas Priest – Turbo Lover;
- Paul McCartney – Tug of War;
- blink-182 – All The Small Things;
- Fall Out Boy – Thnks fr th Mmrs;
- Metallica: Nothing Else Matters.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
