მთელი ეს როკი – საუკუნის მუსიკალური რევოლუცია: როგორ შეიქმნა „სერჟანტ პეპერის“ ლეგენდა I 26.10.2026
1967 წლის 26 მაისს გამოვიდა The Beatles-ის მერვე სტუდიური ალბომი – Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band. ფირფიტამ, რომელიც ბრიტანულ და ამერიკულ ჩარტებს თვეების განმავლობაში ლიდერობდა, სამუდამოდ შეცვალა როკ-მუსიკის ისტორია და პოპ-კულტურა მაღალი ხელოვნების რანგში აიყვანა.
კონცეფციისა და იდეის დაბადება: როგორ გადაწყვიტეს მუსიკოსებმა, სტუდიური ჩაწერისას, „სხვა ანსამბლის“ ამპლუაში ყოფილიყვნენ და რატომ უწოდა პოლ მაკკარტნიმ მას „ნარკოტიკული ალბომი“.
ინოვაციური ჟღერადობა და გავლენები: The Beach Boys-ის ალბომის Pet Sounds გავლენა, ცირკის აფიშებიდან შთაგონებული ტექსტები და ინდური კლასიკური მუსიკის ელემენტები.
მითები და აკრძალვები: რატომ აკრძალა BBC-მ ზოგიერთი კომპოზიცია და რა რეალური ისტორიები დგას საკულტო სიმღერების უკან.
დიდების მწვერვალი: 23 კვირა ბრიტანული ჩარტის სათავეში და ფინალური აკორდი – შედევრი A Day In The Life, რომელსაც კრიტიკოსები პიკასოს „გერნიკას“ ადარებდნენ.
- Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band;
- With a Little Help from My Friends;
- Lucy in the Sky with Diamonds;
- Getting Better;
- Fixing a Hole;
- She’s Leaving Home;
- Being for the Benefit of Mr. Kite!
- Within You Without You;
- When I’m Sixty-Four;
- Lovely Rita;
- Good Morning Good Morning;
- Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band (Reprise);
- A Day in the Life.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

