მთელი ეს როკი – რონი ჯეიმს დიო I 26.06.2026
ის იყო მძიმე როკის ნამდვილი ტიტანი მძლავრი, საოპერო ვოკალით, რომლის სახელსაც ათასი მისტიკური მითი უკავშირდებოდა – სატანიზმის თაყვანისცემიდან დაწყებული, სახელის საკრალური მნიშვნელობით დასრულებული. მაგრამ ვინ იყო სინამდვილეში რონი ჯეიმს დიო?
„მთელი ეს როკის“ ამ გამოშვებაში ჩვენ დავამსხვრევთ ყველაზე გავრცელებულ სტერეოტიპებს ჰევი-მეტალის ლეგენდაზე და დაგანახებთ ადამიანს, რომელიც თავისი მუსიკის მიღმა ბევრად უფრო მარტივი და საინტერესო იყო, ვიდრე წარმოგვიდგენია.
გადაცემაში მოისმენთ:
მართლა სცემდა თუ არა ის თაყვანს ეშმაკს და საიდან გაჩნდა მეტალ-კულტურის მთავარი სიმბოლო – „კოზა“ (რომელიც რეალურად ბებიამისისგან ისწავლა)?
როგორ მოახერხა მან, რომ არასდროს გაკარებოდა ნარკოტიკებს და სკანდალებს როკ-ენ-როლის ყველაზე გიჟურ ეპოქაში?
რატომ აქვს მის ფსევდონიმს იტალიური მაფიის და არა „ღმერთის“ წარმომავლობა და როგორ მღეროდა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი, რომელსაც სიმღერის არცერთი გაკვეთილი არ ჰქონია?
სპორტის ფანატობა, ბავშვობა საეკლესიო გუნდში, პოპ-მუსიკიდან და საყვირიდან დაწყებული კარიერა და Black Sabbath-ის კულუარული სკანდალები. ჩაირთეთ, წინ ნამდვილი მუსიკალური დოკუმენტალისტიკა გველის!
- Dio – Holy Diver;
- Dio – Stand Up And Shout;
- Dio – All The Fools Sailed Away;
- Rainbow – Rainbow Eyes;
- Rainbow – Long Live Rock ‘N’ Roll;
- Mario Lanza – Dicitencello Vuie;
- Rainbow – Catch The Rainbow;
- Ronnie Dio and the Red Caps – An Angel is Missing;
- Black Sabbath – Children of the Sea;
- Love Is all.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

