მთელი ეს როკი - როკ-ისტორიების კულუარებში I 01.06.2026
მთელი ეს როკი - როკ-ისტორიების კულუარებში I 01.06.2026

დღეს ჩვენს ეთერში ნამდვილი საკულტო როკ-მოგზაურობა გელით!
გავიგებთ, თუ რა იმალება ჯგუფ The Who-ს ლეგენდარული ჰიტის, „Behind Blue Eyes“-ის სევდიანი მზერის მიღმა და როგორ აქცია დევიდ გილმორმა თავისი 60 წლის იუბილე სოლო კარიერის მწვერვალად ტრეკით On an Island.

გადავინაცვლებთ მაილზ კენედის აპოკალიფსურ, ფოლკ-ჰარდ-როკურ ექსპერიმენტებში, გავიხსენებთ ნიუ-იორკული მაფიის საყვარელ პროტო-როკ ჰიტს ჯგუფ Vanilla Fudge-ისგან და ფილ კოლინზის ემოციურ, დასარტყამ ინსტრუმენტებზე აგებულ შამანურ გრუვს. ფინალში კი როკ-მუსიკის ორ ეპიკურ ნამუშევარს შევეხებით: ჯგუფ Rainbow-ს კოსმიურ Stargazer-სა და კრიტიკოსების ჯიბრზე შექმნილ, დახვეწილ მუსიკალურ ხულიგნობას Barclay James Harvest-ისგან.

მოემზადეთ ნამდვილი, ცოცხალი მუსიკალური ისტორიებისთვის. ტალღაზეა – როკ-კლასიკა!

  • The Who – Behind Blue Eyes;
  • David Gilmour – On An Island;
  • Myles Kennedy – In Stride;
  • Vanilla Fudge – You Keep Me Hangin’ On;
  • Phil Collins – I Don’t Care Anymore;
  • Rainbow – Stargazer;
  • Barclay James Harvest – Poor Man’s Moody Blues.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: