მთელი ეს როკი – როკ-ბალადების ოქროს არქივი – ისტორიები ნოტებს მიღმა I 17.04.2026
გახსოვთ ის დრო, როცა ხმის ჩამწერ სტუდიებში Metal Ballads-ის ან Best Rock Ballads-ის კრებულებს გვიწერდნენ კასეტებზე? აი რომანწიული ქალებიც რო ეხატა… გამჭოლი მზერებით. ჰო ეგ…
მაშინ ეს სიმღერები ჩვენთვის უბრალოდ ლამაზი მელოდიები იყო, დღეს კი მათ მიღმა დამალულ ნამდვილ დრამებსა და სტუდიურ საიდუმლოებებს გადავშლით.
ამ გადაცემაში გაიგებთ:
როგორ იქცა Led Zeppelin-ის 12-სიმიანი მისტიკა რადიოეთერების დაუწერელ კანონად;
რატომ იტირა Pink Floyd-ის მთელმა შემადგენლობამ სტუდიაში სიდ ბარეტის გამოჩენისას;
რა ბრძოლა გადაიტანა რიჩი ბლექმორმა Deep Purple-ში Soldier of Fortune-ის გადასარჩენად;
რატომ დაწერა სტივენ ტაილერმა Aerosmith-ის მთავარი ჰიტი სასტუმროს ჩემოდნის ნაგლეჯზე;
და როგორ შეცვალა Metallica-ის ბედი ტელეფონზე საუბრისას შემთხვევით აჟღერებულმა აკორდებმა.
დავივიწყოთ კასეტების ზედაპირული სათაურები – დღეს ამ შედევრების ნამდვილ წონას ვიგრძნობთ.
- Led Zeppelin – Stairway to Heaven;
- Queen – Love of My Life;
- Pink Floyd – Wish You Were Here;
- Deep Purple – Soldier of Fortune;
- Nazareth – Love Hurts;
- Aerosmith – Dream On;
- The Rolling Stones – Angie;
- Metallica – Nothing Else Matters.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

