მთელი ეს როკი – ნუნო ბეტანკური – ფოლადი და აბრეშუმი ექვს სიმზე I 03.07.2026
ის არ არის უბრალოდ გიტარისტი – ის ინსტრუმენტის აკრობატია. Extreme-ის ეს პორტუგალიელი მაესტრო არის კაცი, რომელმაც წარმოუდგენელი ქიმიით შეაჯვარა ედი ვან ჰალენის გიჟური სისწრაფე და პრინცის სექსუალური, საცეკვაო ფანკ-რიტმი.
მისი თითები გიტარის სიმებს კი არ ეხებიან, არამედ ურტყამენ. მისი ცნობილი რიფები ერთდროულად მძიმეა, როგორც მეტალი, და მოქნილი, როგორც სუფთა ფანკი..
სანამ სხვა როკერები მძიმე დისტორშენს ემალებოდნენ, მან ერთი აკუსტიკური გიტარით და More Than Words-ით მსოფლიო აატირა.
მისი სოლოები (თუნდაც სულ ახალი აფეთქება სიმღერაში Rise) არ არის ნოტების უაზრო რბოლა. ეს არის მათემატიკური სიზუსტით აშენებული, მაგრამ სულით ამომსკდარი ქარიშხალი.
- Extreme – More Than Words;
- YUNGBLUD & Nuno Bettencourt – Changes;
- Extreme – Rise;
- Extreme – Rebel;
- The Nameless – Wasted Love;
- Extreme – Rest In Peace;
- The Nameless – „იმ ბნელ ღამეს“.
სტუმრები: ეკა აბულაძე, მინდია გაბაშვილი – მუსიკოსები.

