მთელი ეს როკი - Nick Cave and the Bad Seeds - Murder Ballads I 29.05.2026
მთელი ეს როკი - Nick Cave and the Bad Seeds - Murder Ballads I 29.05.2026

სიკვდილი, ეჭვიანობა, სიგიჟე და გაუმართლებელი სისასტიკე – დღეს ჩვენს ეთერში ავსტრალიელი მუსიკოსის, ნიკ ქეივისა და მისი ბენდის, The Bad Seeds-ის ყველაზე ბნელ, მისტიკურ და სკანდალურ ალბომს, Murder Ballads-ს ვუტრიალებთ.

1996 წელს გამოცემული ეს ნამუშევარი მთლიანად ინგლისურ ფოლკლორულ ტრადიციებზე დაფუძნებულ „მკვლელობის ბალადებს“ ეთმობა, სადაც, ჯამში, 65 ადამიანის სიცოცხლის დასასრულია აღწერილი.

სად გადის ზღვარი სიყვარულსა და დანაშაულს შორის?

ჩვენ მოვისმენთ პი ჯეი ჰარვისთან და კაილი მინოუგთან ჩაწერილ საკულტო დუეტებს, შევიხედავთ ო’მალის სისხლიან ბარში და გავიგებთ 14 წლის გოგონას, ლორეტას შემაძრწუნებელ ისტორიას. ალბომის ფინალში კი ბობ დილანის სიმღერის ირონიული ვერსია დაგვხვდება, რომელიც შეგვახსენებს, რომ ტანჯვა სიკვდილითაც კი არ სრულდება.

  • Nick Cave and the Bad Seeds – Song of Joy;
  • Nick Cave and the Bad Seeds – Stagger Lee;
  • Nick Cave and the Bad Seeds – Henry Lee;
  • Nick Cave and the Bad Seeds – Lovely Creature;
  • Nick Cave and the Bad Seeds – Where the Wild Roses Grow;
  • Nick Cave and the Bad Seeds – The Curse of Millhaven;
  • Nick Cave and the Bad Seeds – The Kindness of Strangers;
  • Nick Cave and the Bad Seeds – Crow Jane;
  • Nick Cave and the Bad Seeds – O’Malley’s Bar;
  • Nick Cave and the Bad Seeds – Death Is Not the End.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: