მთელი ეს როკი – მიძღვნები (მეოთხე ნაწილი) I 23.10.2026
მუსიკალური ჰიტების მიღმა ხშირად სრულიად მოულოდნელი, დრამატული ან კურიოზული ისტორიები იმალება.
ვის ეძღვნება ჩვენი საყვარელი სიმღერები და რა იმალება ცნობილი სტრიქონების მიღმა?
- The Smiths – The Boy with the Thorn in His Side: ვინ არის „ეკალი“ მორისის გვერდში და რატომ არ არის ეს სიმღერა ოსკარ უაილდის ზღაპარზე?
- Simon & Garfunkel – My Little Town: 5-წლიანი სკანდალური დუმილის შემდეგ გაერთიანებული დუეტი და ბავშვობის წარმოსახვითი ქალაქი;
- Led Zeppelin – All My Love: რობერტ პლანტის უმძიმესი, ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი გარდაცვლილ 5 წლის შვილს;
- Deep Purple – When a Blind Man Cries: იან გილანის სევდიანი პროტესტი და სიმღერა, რომელიც რიჩი ბლექმორს სძულდა;
- Bruce Springsteen – The Ghost of Tom Joad: სტაინბეკის პერსონაჟის გაცოცხლება 90-იანების ამერიკელ აუტსაიდერთა და უსახლკაროთა დასაცავად;
- David Bowie / Mott the Hoople – All the Young Dudes: როგორ გადაარჩინა ბოუიმ დაშლის პირას მყოფი ჯგუფი სულ რაღაც 1 საათში დაწერილი მეგა-ჰიტით;
- Rolling Stones – Sweet Virginia: კიტ რიჩარდსის, გრემ პარსონსისა და 70-იანების ქაოტური ნარკოკულტურის მუსიკალური მატიანე;
- Van Morrison – Jackie Wilson Said: სოულ-ლეგენდისადმი მიძღვნილი ჰიტი და ბრიტანული ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე სასაცილო კურიოზი;
- Nirvana – About a Girl: კურტ კობეინის საიდუმლო სიყვარული, დანაშაულის გრძნობა და სიმღერა, რომლის ადრესატმაც სიმართლე მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო;
- Status Quo – Rockin’ All Over the World: ჯონ ფოგერტის ნამუშევარი, რომელმაც 1985 წელს Live Aid-ის სტადიონი შეაზანზარა და მთელი მსოფლიო გააერთიანა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

