მთელი ეს როკი - ლეონარდ კოენის მაგია I 15.05.2026
მთელი ეს როკი - ლეონარდ კოენის მაგია I 15.05.2026

ლეონარდ კოენის გზა თვითნასწავლი გიტარისტიდან მსოფლიო მნიშვნელობის ბარდამდე უნიკალურია. 13 წლის ასაკში პირველი სიყვარულის მოსახიბლად ათვისებული აკორდები საბედისწერო აღმოჩნდა.

სანამ სიმღერას დაიწყებდა, ის უკვე აღიარებული პოეტი იყო, თუმცა 1967 წელს ნიუ იორკში გადასვლამ მისი ცხოვრება შეცვალა.

მისი შემოქმედება დეპრესიასთან ბრძოლის, რელიგიური ძიებებისა და რთული სიყვარულის ისტორიაა. საკულტო Hallelujah, რომელსაც 5 წელი წერდა, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიმია.

კოენმა გაიარა გზა 70-იანების ფოლკიდან 80-იანების სინთეზატორებამდე და დაბალ, ხავერდოვან ხმამდე, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრეც ისევე დიდებულად ჟღერდა, როგორც ათწლეულების წინ.

Playlist

  • Axel Rudi Pell – Hallelujah;
  • Leonard Cohen – Suzanne;
  • Leonard Cohen – Take This Waltz;
  • Leonard Cohen – Anthem;
  • Leonard Cohen – A Thousand Kisses Deep;
  • Leonard Cohen – The Future;
  • Leonard Cohen – Dance Me to the End of Love.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: