მთელი ეს როკი – 10 გარდამტეხი მომენტი, რომელმაც როკ-მუსიკის ისტორია შეცვალა I 23.11.2026

23:57, 23.11.2026
-0:00

მუსიკის ისტორია სავსეა მოვლენებით, რომლებმაც ახალი ჟანრების დაბადებასა და ეპოქების ცვლილებას დაუდო სათავე.

ამ გამოშვებაში გავიხსენებთ ათ საკვანძო მომენტს – ბობ დილანის სკანდალური ელექტრო-დებიუტიდან და The Beatles-ის ლეგენდარული სახურავის კონცერტიდან დაწყებული, ვუდსტოკის ფესტივალით, დევიდ ბოუის გლემ-როკულ გარდასახვითა და Ramones-ის პანკ-რევოლუციით გაგრძელებული.

ასევე მოისმენთ, როგორ შეცვალა ინდუსტრია MTV-ის გაშვებამ, რატომ იქცა Queen-ის გამოსვლა Live Aid-ზე ისტორიის საუკეთესო შოუდ, როგორ დაასრულა „ნირვანამ“ ჰეირ-მეტალის ეპოქა და როგორ იწინასწარმეტყველა Radiohead-ის ალბომმა ახალი საუკუნის მუსიკალური ჟღერადობა.

  • Bob Dylan – Queen Jane Approximately;
  • The Beatles – Don’t Let Me Down;
  • Janis Joplin – Summertime;
  • David Bowie – Starman;
  • Ramones – Surfin’ Bird;
  • New Order – Regret;
  • Dire Straits – Money For Nothing;
  • Queen – We Are The Champions (Live Aid 1985);
  • Nirvana – The Man Who Sold The World;
  • Radiohead – No Surprises.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი