მთელი ეს როკი - გრძელდება ანთოლოგია ანუ ... THE BEATLES - A HARD DAY'S NIGHT I 06.04.2026
ეს არის ალბომი, სადაც „ბითლომანიის“ ყვირილი პირველად გადაიზარდა სერიოზულ ხელოვნებაში.
1964 წელი – ლივერპულელი ოთხეული თავისი დიდების პიკზეა და სამყაროს სთავაზობს ჩანაწერს, რომელიც თავიდან ბოლომდე მხოლოდ ლენონი-მაკარტნის კომპოზიტორული გენიითაა გაჟღენთილი.
და ალბომი იხსნება იმ საკულტო, ამოუხსნელი აკორდით, რომელმაც როკ-მუსიკაში ახალი ერა დააანონსა.
რიკენბეკერის 12-სიმიანი გიტარის ზარისებრი ჟღერადობა, მელანქოლიური ბალადები და ახალგაზრდული სევდა, რომელიც შავ-თეთრი ფირის ესთეტიკაშია გახვეული – ეს არის A Hard Day’s Night, ალბომი, რომელმაც როკ-ენ-როლს პოეტური სული შთაბერა.
Side A:
- A Hard Day’s Night;
- I Should Have Known Better;
- If I Fell;
- I’m Happy Just to Dance with You;
- And I Love Her;
- Tell Me Why;
- Can’t Buy Me Love.
Side B:
- Any Time at All;
- I’ll Cry Instead;
- Things We Said Today;
- When I Get Home;
- You Can’t Do That;
- I’ll Be Back.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
