მთელი ეს როკი - გრძელდება ანთოლოგია ანუ Beatles-ის მეხუთე და გარდამავალი ალბომი HELP! I 11.05.2026
მთელი ეს როკი - გრძელდება ანთოლოგია ანუ Beatles-ის მეხუთე და გარდამავალი ალბომი HELP! I 11.05.2026

1965 წელი. ბიტლომანია პიკშია. ოთხი ლივერპულელი ბიჭი მსოფლიოს მართავს, მაგრამ ამ ბრწყინვალების მიღმა რაღაც სხვა იმალება.

დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ ალბომზე, რომელმაც „ბითლზი“ ბავშვური სიმღერებიდან დიდ პოეზიამდე მიიყვანა.

რატომ იყო მთავარი სიმღერა ჯონ ლენონის ნამდვილი ყვირილი და არა უბრალოდ ჰიტი? წლების შემდეგ ჯონმა აღიარა: „მე მართლა დახმარებას ვითხოვდი, რადგან იმ დროს ჩემს „მსუქანი ელვისის“ პერიოდს განვიცდიდი და დეპრესიაში ვიყავი“.

როგორ დაესიზმრა პოლ მაკარტნის Yesterday? მელოდია, რომელსაც თავიდან „ერბოკვერცხი“ (Scrambled Eggs) ერქვა და რომელიც ისტორიაში ყველაზე მეტჯერ გადამღერებულ სიმღერად იქცა.

ბობ დილანის ჩრდილი: როგორ შეცვალა მარიხუანამ და დილანის ტექსტებმა ბიჭების მუსიკა, რატომ გაჩნდა მათ შემოქმედებაში პირველად სევდიანი აკუსტიკური ბალადები.

გავიხსენოთ ალბომი, რომელიც კინოეკრანებიდან დაიწყო და მუსიკალურ რევოლუციად იქცა.

HELP! – ტრეკ-ლისტი (1965)

  • Help!
  • The Night Before;
  • You’ve Got to Hide Your Love Away;
  • I Need You;
  • Another Girl;
  • You’re Going to Lose That Girl;
  • Ticket to Ride;
  • Act Naturally;
  • It’s Only Love;
  • You Like Me Too Much;
  • Tell Me What You See;
  • I’ve Just Seen a Face;
  • Yesterday;
  • Dizzy Miss Lizzy.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: