მთელი ეს როკი – ჩვენებური ბენდი Askeesi -ის ალბომი The Roots of a Sacred Tree ანუ ქართული მითოლოგია & ლეგენდენი I 24.11.2025
Askeesi ქართული ატმოსფერული ბლექ მეტალ ბენდია, რომლის შემოქმედებაზეც ბენდის წევრებთან ერთად გადაცემაში ვისაუბრეთ.
პაგანიზმი, ქართული მითოლოგია, ტყისა და ხის კულტები, უძველესი ქართული ლეგენდები – ბენდის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს.
The Roots of a Sacred Tree არის ადამიანის იდენტობის ძიების მუსიკალური რიტუალი – მოგზაურობა უძველეს დროში, იქ სადაც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, რისი სწამდათ და როგორ ცხოვრობდნენ. ალბომი ცდილობს გააღვივოს დავიწყებული ხსოვნა: როგორ იმკვიდრებდა ადამიანი საკუთარ ადგილს სამყაროში, ბუნებასთან, მიწასთან და უხილავ ძალებთან ურთიერთობის მეშვეობით.
- the mountains are my refuge (დეცე ლახვრა);
- whispers of the forgotten oak;
- სადღაც აქვეა სიკვდილი (death is somewhere here);
- the cult of a sacred tree;
- saint askeesi.
სტუმრები: გვანცა გიორგაძე, ბექა გაჩავა – Askeesi ბენდის წევრები.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

