მსოფლიოს ამბები - ზელენსკის 20 პუნქტი I 26.12.2025
მსოფლიოს ამბები - ზელენსკის 20 პუნქტი I 26.12.2025

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გეგმა წარადგინა, რომელზეც უკრაინა, აშშ და ევროპა მუშაობდნენ.

საბაზისო დოკუმენტი 20 პუნქტს შეიცავს. გარდა ამას , მომზადებულია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სამუშაო ვერსიაც.

როგორც ზელენსკი ამბობს, უკრაინული და ამერიკული მხარეები მნიშვნელოვნად მიუახლოვდნენ ფინალურ დოკუმენტს, თუმცა ჯერ კომპრომისი არ არის ორ საკითხთან დაკავშირებით. ესენია ტერიტორიები და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი. სადავო საკითხების განხილვას ზელენსკი უახლოეს დღეებში ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გეგმას. მოლაპარაკებები სავარაუდოდ 28 დეკემბერს გაიმართება. ჯერ უცნობია, როგორი რეაქცია ექნება ამ გეგმაზე რუსეთს.

დასავლური მედია ვარაუდობს, რომ კრემლი დოკუმენტში შესწორებების შეტანას მოითხოვს, თუმცა მოლაპარაკებების პროცესს არ გამოეთიშება. უკრაინის მიერ წარმოდგენილი 20-პუნქტიანი დოკუმენტით გაწერილია უკრაინის შეიარაღებული ძალები რაოდენობა, რაც მშვიდობიან პერიოდში 800 000 ჯარისკაცით განისაზღვრება, აშშ, ნატო და ევროკავშირი კიევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებს სთავაზობენ, რუსეთმა იურიდიულად უნდა დააფიქსიროს, რომ უკრაინას და ევროპას თავს არ დაესხმება. ასევე ეს შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, თუმცა ეს გაწერილი არ არის. უკრაინა ასევე რჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ. ასევე კიევი პირველად აცხადებს, რომ შესაძლებელია დონბასში დემილიტარიზებული ან ეკონომიკური ზონის შექმნას, მაგრამ ეს მხოლოდ საყოველთაო რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს.

როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, შეთანხმების შესრულების კონტროლი დაევალება მშვიდობის საბჭოს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: