მსოფლიოს ამბები – უნგრეთში ვიქტორ ორბანი დამარცხდა I 17.04.2026

17:54, 17.04.2026
-0:00

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირველად 16 წლის შემდეგ არჩევნები წააგო. მისი დამარცხება შეძლო ორბანის პარტიის, „ფიდესის“ ყოფილმა წევრმა, პეტერ მადიარმა, რომელიც ამომრჩევლებს მმართველობის სისტემის დემოკრატიზაციას, ანტიკორუფციული მექანიზმების აღდგენასა და ორბანის მმართველობის დროს ჩამოყალიბებული წესების სრულად შეცვლას დაჰპირდა.

45 წლის მადიარს უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება, რაც მას საშუალებას აძლევს გაატაროს ინსტიტუტების ძირეული რეფორმები. ამასთანავე, მას აქვს შანსი ევროკავშირის აღდგენის ფონდის მიერ უნგრეთისთვის გამოყოფილი 18 მილიარდი ევროს ნაწილი მაინც მიიღოს. ეს თანხა გაყინული იყო, რადგანაც ევროკავშირს შეშფოთება ჰქონდა უნგრეთში კანონის უზენაესობის დაცვასა და მმართველობის ხარისხთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, დღეს ბუდაპეშტში ელოდებიან ევროკომისიის დელეგაციას, რომელიც სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრებს.

უნგრეთში გამართული არჩევნების შედეგებზე ვსაუბრობთ ჩვენს სტუმართან, რიჩარდ დამანთან, ის გახლავთ 2001 წელს ბუდაპეშტში დაფუძნებული პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის – Political Capital-ის – საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

მსგავსი