მსოფლიოს ამბები - უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება I 25.04.2025
მსოფლიოს ამბები - უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება I 25.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვშია. დღეს ის კიდევ ერთხელ გამართავს მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან.

უიტკოფი რუსეთის დედაქალაქში იმ ფონზე ჩადის, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თუ უახლოეს ხანში რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება არ შედგება, აშშ-ი შესაძლოა, გავიდეს მოლაპარაკებების პროცესიდან.

დავა გრძელდება რუსეთისა და უკრაინის ე.წ. შეთანხმების დეტალებზე. ყველაზე მწვავე საკითხი ყირიმის სამომავლო სტატუსია.

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ კიევში ვესაუბრეთ პოლიტოლოგს, გამოყენებითი პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, ვლადიმირ ფესენკოს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: