მსოფლიოს ამბები - უკრაინაში ომის დასრულების 28 პუნქტიანი გეგმა I 21.11.2025
ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე, რომლის შეთავაზებითაც აშშ გამოდის. გეგმა 28 პუნქტისგან შედგება. უკრაინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ეხება ტერიტორიებს. კერძოდ, გეგმაში ნათქვამია, რომ ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი აღიარებული იქნება დე ფაქტო რუსულად. ხერსონსა და ზაპოროჟიეში ფრონტის არსებული ხაზი „გაიყინება“.
უკრაინის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა იმუშაოს ამ წინადადებებზე. დღეს ის გეგმავს ამ საკითხზე კონსულტაციებს ევროპელ მოკავშირეებთან. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა მისაღები უნდა იყოს როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპისათვის.
აშშ-ის წინადადება მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც უკრაინაში აგორდა ხმაურიანი კორუფციული სკანდალი. საქმე ეხება სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომში“ მოქმედ დანაშაულებრივ სქემას, რომლის შედეგადაც კომპანიას 100 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. სკანდალის გამო უკვე გადადგნენ უკრაინის იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრები.
სკანდალში ფიგურირებენ უკრაინის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრი ტომურ მინდიჩი და ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ჩერნიშოვი. ოპოზიცია ითხოვს მთავრობის სრული შემადგენლობის გადადგომას. ყურადღება ასევე გამახვილებულია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკზე, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი მის გადაყენებას გამორიცხავს.
ამ თემებზე ვესაუბრებით უკრაინელ პოლიტოლოგ ვოლოდიმირ ფესენკოს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
