მსოფლიოს ამბები - უცხოელი სამხედროები ავღანეთს დატოვებენ
მსოფლიოს ამბები - უცხოელი სამხედროები ავღანეთს დატოვებენ

ავღანეთში აშშ-ის ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდა. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ამერიკელი სამხედროები ავღანეთს სიმბოლურად 11 სექტემბრამდე დატოვებენ. ეს ის დღეა, როდესაც ალ ქაედამ აშშ-ი ტერაქტები მოაწყო, რა დროსაც ნატომ ორგანიზაციის ისტორიაში პირველად აამოქმედა წესდების მეხუთე მუხლი და მოკავშირეებთან ერთად სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. 20 წლის შემდეგ ავღანეთს ამერიკელებთან ერთად ნატოს ჯარიც დატოვებს. უცხოელი სამხედროების გაყვანის პროცესი 1 მაისიდან დაიწყება. ავღანეთიდან გამოვლენ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომელებიც წლებია იბრძვიან ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ აშშ-ბი კვლავ გააგრძელებს ავღანეთის მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს მოძრაობა თალიბანთან დიალოგს. ამ საკითხზე ვესაუბრეთ აღმოსავლეთმცოდნე სიმონ გურეშიძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: