მსოფლიოს ამბები - თურქეთის თვითმფრინავის კატასტროფა და აშშ-ის „სამხრეთის შუბი“ I 14.11.2025
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, C-130-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების ფრენები დროებით შეჩერდება. ეს გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობამ საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მიიღო, რასაც 20 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 11 ნოემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის და გამოძიება გრძელდება. ამ თემაზე ვესაუბრეთ „მოამბის“ ჟურნალისტს შალვა სუმბაძეს, რომელიც ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობდა.
აშშ-ის ომის მდივანმა სამხრეთ ნახევარსფეროში ნარკოტიკებით ვაჭრობის საწინააღმდეგო მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. პიტ ჰეგსეტის თქმით, ოპერაცია სახელწოდებით „სამხრეთის შუბი“ მიზნად ისახავს აშშ-ის ნარკოტიკებისგან დაცვის უზრუნვლეყოფას. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთ ნახევარსფერო აშშ-ის ტერიტორიაა და მას დაიცავენ. ეს განცხადებები იმ ფონზე ისმის, როდესაც აშშ-სა და ვენესუელას შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია. ეს უკავშირდება კარიბის ზღვაში აშშ-ის სამხედრო ძალის კონცენტრაციასა და პენტაგონის დარტყმებს ნარკოტიკების გადაზიდვაში მონაწილე მცირე ზომის ხომალდებზე. ვენესუელას ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აშშ-ის ომის ფაბრიკაციაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ტრამპს მისი მთავრობის დამხობა სურს. ამ თემაზე ახლა ვესაუბრებით პირველი არხის ანალიტიკოსს, შოთა თხელიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
