მსოფლიოს ამბები - „ტრიოს სტრატეგია 2030“
მსოფლიოს ამბები - „ტრიოს სტრატეგია 2030“

ლიეტუვის ყოფილი პრემიერ მინისტრი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის განვითარების ინიციატივით გამოვიდა. „ტრიოს სტრატეგია 2030“ საქართველოს უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირთან დასაახლოვებლად დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებას ითვალისწინებს

ჩვენი სტუმარია „ტრიოს სტრატეგია 2030“ -ის ავტორი ევროპარლამენტარი და ლიეტუვის ყოფილი პრემიერ მინისტრი ანდრიუს კუბილიუსი.

მოლდოვაში პრო-ევროპელი რეფორმატორების მთავრობა გადააყენეს. პრემიერ მინისტრ მაია სანდუს კაბინეტმა სულ 5 თვე იმუშავა. პარლამენტმა სანდუს გუნდს უნდობლობა მას შემდეგ გამოუცხადა, რაც პრემიერ მინისტრმა ახალი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა თავად გადაწყვიტა. ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც სოციალისტები, ისე მოლდოვას ყოფილი მმართველი პარტიის წევრებიც. შედეგად 62 დეპუტატმა მთავრობა გადააყენა და 14 ნოემბერს ახალი მინისტრთა კაბინეტის მეთაურად, ყოფილი ფინანსთა მინისტრი იონ კიკუ დანიშნა. კიკუს მთავრობა ძირითადად პრეზიდენტის მრჩევლებით დაკომპლექტდა. მოლდოვაში განვითარებული მოვლენების შესახებ სტრატეგიული ინიციატივების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორ ვადიმ პისტრინჩიუკს ვესაუბრეთ.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: