მსოფლიოს ამბები - ტრამპისა და რესპუბლიკელების უთანხმოება
მსოფლიოს ამბები - ტრამპისა და რესპუბლიკელების უთანხმოება

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობებს განიხილავს. ამის შესახებ ტრამპმა იმპიჩმენტის პროცესის შემდეგ გავრცელებულ წერილში ისაუბრა. მისი თქმით, მისი მოძრაობა მხოლოდ ახლა იწყება. კიდევ ერთ ვრცელ განცხადებაში ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელების ლიდერი სენატში მიტჩ მაკონელი, რომელმაც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტრამპს დააკისრა. საპასუხოდ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რესპუბლიკელები მაკონელის ხელმძღვანელობით წარმატებას ვერ მიაღწევენ. აშშ-ში დიდი რეზონანსი მოჰყვა რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ოჯახის წევრების წერილს, რომელშიც ილინოისის შტატის რესპუბლიკელ კონგრესმენს ტრამპის იმპიჩმენტის მხარდაჭერის გამო, გვარის შემარცხვენელიც კი უწოდეს. ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირების შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსს შოთა თხელიძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: