დონალდ ტრამპმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა, ხოლო ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ რუსეთს და მის პარტნიორებს დამატებითი სანქციებით ემუქრება. ამასთან ერთად, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა გაგრძელდება, მათ შორის კიევი მიიღებს საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტს“. აშშ-ის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღებას ნატო-ს ქვეყნები შეისყიდიან. ამ სქემაში მონაწილეობაზე უკვე უარი თქვა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, იტალიამ და ჩეხეთმა.
ტრამპის მიერ პუტინისთვის წაყენებულ 50-დღიან ულტიმატუმსა და სხვა საკითხებზე ახლა გავესაუბრებით „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროს მკვლევარს, გიორგი კობერიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
