მსოფლიოს ამბები - ტრამპის 100 დღე და განმეორებითი არჩევნები რუმინეთში I 09.05.2025
4 მაისს რუმინეთში გამართული განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაციონალისტმა და დონალდ ტრამპის თავაყვანისმცემელმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. მთავარი ინტრიგა, რომელიც რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებს თან ახლავს, უკავშირდება ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, კალინ ჯორჯესკუს, რომლის გარშემო აგორებული სკანდალის გამო, ნოემბერში გამართული პირველი კენჭისყრის შედეგები უზენაესმა სასამართლომ გააუქმა. ახლა როგორც განმეორებით არჩევნებში გამარჯვებული სიმიონი ამბობს, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის კალინ ჯორჯესკუს ხელისუფლებაში დააბრუნებს.
რუმინეთში გამართულ არჩევნებზე ვესაუბრეთ ბუქარესტში საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსს, რადუ დელიკოტეს.
დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებიდან 100 დღე გავიდა. ეს თარიღი თეთრ სახლში სიმბოლურად აღნიშნეს და სამომავლო გეგმებიც გამოაცხადეს.
რა ნაბიჯები გადადგა ტრამპმა 100-დღიან პერიოდში და როგორ აფასებენ მის პრეზიდენტობას მხარდამჭერები.
ამ საკითხებზე ვსაუბრობთ პირველი არხის ანალიტიკოს შოთა თხელიძესთან.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
