მსოფლიოს ამბები - ტრამპი USAID-ის წინააღმდეგ I 14.02.2025
მსოფლიოს ამბები - ტრამპი USAID-ის წინააღმდეგ I 14.02.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის პირველ დღეს ასზე მეტი აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა. მათ შორის ერთ-ერთი იყო აშშ-ის საგარეო დახმარების დროებით შეჩერება. ეს შეეხო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის პროგრამებსაც. ამის მიზეზად ტრამპის ადმინისტრაციამ დაასახელა ამ პროგრამების შემოწმება და იმის დადგენა შეესაბამებმა თუ არა ისნი აშშ-ის ინტერესებს, პოლიტიკას.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებებს კონგრესმენების ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.

ამ საკითხებზე აშშ-ში განსხვავებული პოზიციები არსებობს, დღეს გაგაცნობთ ჯეიმს ბოვარდის პოზიციას. ჩვენს დღევანდელ სტუმარს Washington Post-ი „სიმართლის ერთკაციან რაზმს“ უწოდებს, ჯეიმს ბოვარდი, თერთმეტი წიგნის ავტორია. ის გახლავთ USA Today-ის კონტრიბუტორთა საბჭოს წევრი, ასევე გამოცემა American Conservative-ის კონტრიბუტორი რედაქტორი.

ჯეიმს ბოვარდი ათწლეულების განმავლობაში თითქმის ყველა ფედერალურ სააგენტოს აკრიტიკებს. მათ შორის არის USAID-ი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: