მსოფლიოს ამბები – სპარსეთის ყურეში ომი გრძელდება I 20.03.2026
სპარსეთის ყურეში ომი მესამე კვირაა გრძელდება. ისრაელის ბოლო შეტევების შედეგად დაიღუპა ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი, ასევე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორუპუსის რამდენიმე მაღალჩინოსანიც. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
ამასთან ისრაელის ერთ-ერთი ბოლო იერიშის სამიზნე იყო ირანის ბუნებრივი აირის საბადო, რასაც ირანის მხრიდან საპასუხო დარტყმები მოჰყვა როგრც ისრაელის ისე მეზობელი არაბული სახელმწიფოების, მათ შორის კატარის და ქუვეითის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ისრაელი სამხედრო ოპერაციას აგრძელებს ლიბანშიც. კვლვაც შეფრეხებულია გემების გადაადგილება ჰორმუზის სრუტეში, რომლითაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მეხუთედი ხვდება. ამას კი ნავთობის გაძვირება ახლავს თან. ამ ფონზე აშშ-ში ამბობენ, რომ ომი მალე დასრულდება, თუმცა კონკრეტული ვადები არ სახელდება.
ახლო აღმოსავლეთში ომის გაფართების საფრთხეზე და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილ მეთაურს ბენ ჰოჯესს.
ამავე თემაზე ჩვენი სტუმარია ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის პროგრამის მკვლევარი ასლი აიდენთაშბაში.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

