მსოფლიოს ამბები - საპროტესტო აქციები სერბეთსა და სლოვაკეთში I 07.02.2025
სლოვაკეთის 50 ქალაქში ანტისამთავრობო აქციებია. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სლოვაკეთში დემოკრატიულ ღირებულებებს საფრთხე ემუქრება და მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გადადგომას. ანალოგიური აქციები სლოვაკეთში ორი კვირის წინაც გაიმართა.
რობერტ ფიცო ამტკიცებს, რომ ქვეყანაში აქციების ორგანიზებაში ჩართულია „ქართული ლეგიონი“ და სახელმწიფო გადატრიალება მზადდება. უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა კი საპასუხოდ ფიცო კრემლიდან მიღებული დირექტივით მოქმედებაში დაადანაშაულა.
სლოვაკეთში შექმნილ მდგომარებაზე ვესაუბრეთ ოპოზიციური პარტია „პროგრესული სლოვაკეთის“ წევრს, ევროპარლამენტარ ლუცია იარს.
სერბეთში პირველი ნოემბრიდან არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელთა სათავეშიც სტუდენტები დგანან. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას მსხვერლი მოჰყვა. აქციების მონაწილეები პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ, თუმცა დროთა განმავლოში მიტინგებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. სტუდენტები ახლა სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ.
სერბეთში არსებული კრიზისისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ვესაუბრებით პარიზის ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსს, ბოიანა ზორიჩს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
