ინტერნეტში გავრცელდა მორიგი შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელიც, გავრცელებული ცნობით, თეირანის პროზექტურაშია გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ ეძებენ ადამიანები ტომარებში მოთავსებულ ასობით გარდაცვლილს შორის ახლობლებსა და ნათესავებს. ასეთია ირანში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგი. უფლებადამცველების ცნობით, 28 დეკემბრიდან დაწყებულ დემონსტრაციებზე მოკლულია 2500-ზე მეტი ადამიანი.
რას აპროტესტებენ ირანში – ვესაუბრებით გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ გიორგი სანიკიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
