მსოფლიოს ამბები - რუსეთის ომი უკრაინაში გრძელდება
მსოფლიოს ამბები - რუსეთის ომი უკრაინაში გრძელდება

უკრაინა მეთხუთმეტე დღეა იცავს თავს რუსეთის აგრესიისგან. ბრძოლა გრძელდება სხვადასხვა ქალაქთან და დასახლებაში.

ყველაზე რთული ვითარება იყო მარიუპოლში, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ბლოკადაშია მოქცეული. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ რუსეთი აზოვის ზღვის პირას მდებარე ქალაქიდან მოქალაქეების გაყვანას ხელს უშლის.

ასევე გრძელდება საბრძოლოს მოქმედებების კიევთან. უკრაინაში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის წინსვლა შეჩერებულია, ხოლო სამხედროები დემორალიზებული. ამას არ აღიარებენ მოსკოვში, სადაც მხოლოდ საკუთარ წარმატებებზე და უკრაინული მხარის დანაკარგებზე ავრცელებენ ცნობებს.

ვრცლად უკრაინაში სხვადასხვა ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ვესაუბრეთ უკრაინელ სამხედრო ექსპერეტს ოლეგ ჟდანოვს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: