მსოფლიოს ამბები - „პანჯშირის ლომი“ თალიბების ალყაში
 მსოფლიოს ამბები - „პანჯშირის ლომი“ თალიბების ალყაში

მოძრაობა თალიბანი ამტკიცებს, რომ მათმა მებრძოლებმა დაიკავეს პანჯშირის რაიონი, ეს არის ერთადერთი რეგიონი, რომელიც ამ დრომდე არ ექვემდებარებოდა თალიბების კონტროლს. ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე თალიბების პრესსპიკერმა თქვა, რომ მათი მოწინააღმდეგე მებრძოლები პანჯშირის ხეობაში აღარ იმყოფებიან, ხოლო წინააღმდეგობის მოძრაობის მხარდამჭერი ავღანეთი ვიცე პრეზიდენტი ამრულა სალეჰი ქვეყნიდან გაიქცა. თუმცა, თალიბების მოწინააღმდეგე რაზმების წარმომადგენლები უარყოფენ ინფორმაციას, რომ თალიბანი ხეობას აკონტროლებს. წინააღმდეგობის მოძროაბის კიდევ ერთი ლიდერი აჰმად მასუდი კი ტვიტერზე წერს, რომ მის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება. ავღანეთში შექმნილ მდგომარეობასა და თალიბების მოწინააღმდეგე მებრძოლების შესახებ ახლა გავესაუბრებით პირველი არხის ანალიტიკოს შოთა თხელიძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: