მსოფლიოს ამბები - ომის დასრულების გეგმა I 05.12.2025
მსოფლიოს ამბები - ომის დასრულების გეგმა I 05.12.2025

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე კრემლში პუტინთან გამართული ხუთსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ტრამპის სპეცწარმომადგენლი სტივ უიტკოფი მაიამიში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივან რუსტამ უმეროვს შეხვდა.

ტრამპის ადამინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ პუტინს სურს ომის დასრულება, თუმცა, კომპრომისი ჯერ არ ჩანს. პუტინი ამბობს, რომ ომი მაშინ დასრულდება, როდესაც დონბასიდან უკრაინელი ჯარისკაცები გავლენ, რასაც კიევში არ ეთანხმებიან.

თავის მხრივ, ევროპაში საჯარო განცხადებებით მიესალმებიან ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას, თუმცა კულუარებში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოა. გერმანულ მედიაში კი ვრცელდება ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი შიშობს, რომ აშშ უკრაინას უღალატებს და ტრმაპის ადმინისტრაცია სანდო არ არის.

ამასთან ერთად, ევროპაში ვერ თანხმდებიან უკრაინის სამხედრო თუ ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელების გზებზე.

ევროპის ცალკეული ქვეყნები არ ემხრობიან ომის დასრულების შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში საკუთარი სამხედროების დისლოცირებას.

დავის საგანია გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის საკითხიც. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი წინააღმდეგობა არსებობს ბელგიის მხრიდან, რომლის პრემიერ-მინისტრიც რუსეთის ომში დამარცხებას ილუზიად მიიჩნევს.

ამ თემაზე ვესაუბრებით „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროს მკვლევარ გიორგი კობერიძეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: