მსოფლიოს ამბები – ომები სპარსეთის ყურესა და უკრაინაში: ნასას ახალი მისია მთვარეზე I 03.04.2026
სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის 35-ე დღეს, ისრაელი და აშშ-ი აგრძელებენ ირანში სხვადასხვა სამიზნეებზე დარტყმებს. საპასუხოდ თეირანი იერიშებს ახორციელებს როგორც ისრაელზე ასევე მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე.
ომი ასევე გრძელდება უკრაინაში, სადაც რუსეთმა დღეს კიდევ ერთხელ მიიტანა მასშტაბური იერიში კიევის ოლქზე და უკრიანის სხვა რეგიონებზე. არიან დაშავებულები. უკრაინის პრეზიდენტი გასულ კვირას ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდა, სადაც არაბული სახელმწიფოების ნაწილთან თანამშრომლობის გაღრმავბაზე შეთანხმდა. საუბარია უკრაინის გამოცდილების გაზიარებაზე, მათ შორის დრონებთან ბრძოლის კუთხით.
როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული უკრაინასა და სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომები ამ საკითხებზე ვესაუბრეთ „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ მკვლევარ გიორგი კობერიძეს.
2026 წლის პირველი აპრილი ისტორიაში ჩაიწერა – წლების განმავლობაში გულმოდგინე მზადებისა და ტესტირების შემდეგ NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაუშვა; ისინი სპეციალური კაფსულით რამდენიმე დღის განმავლობაში იმოძრავებენ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის გარშემო.
ამ მისიის შესახებ ვსაიბრობთ პირველი არხის ვებგვერდის სამეცნიერო სტატიების ავტორ მიხეილ ჭაბუკაშვილთან.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

