მსოფლიოს ამბები - მოლაპარაკებები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ I 14.03.2025
მსოფლიოს ამბები - მოლაპარაკებები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ I 14.03.2025

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუმცა გარკვეული დათქმებით.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, ცეცხლის შეწყვეტამ უნდა აღმოფხვრას კრიზისის პირველადი მიზეზები და უნდა შექმნას ნიადაგი გრძელვადიანი მშვიდობისთვის. ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტა აწყობს, რადგანაც რუსეთის კურსკის ოლქში მყოფი უკრაინელი სამხედროები ბლოკირებული არიან.

პუტინმა ეჭვი გამოთქვა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტას კიევი რთულ მდგომარეობაში მყოფი სამხედროების გადაიარაღებისთვის და ჯარისკაცების მობილიზაციისთვის გამოიყენებს. კიევში პუტინის გამოსვლას მანიპულაციური უწოდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინი ემზადება უარით უპასუხოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებას. აქვე შეგახსენებთ, რომ 11 მარტს საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც აშშ გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებები 30 დღით სრულად შეწყდეს.

კიევში განაცხადეს, რომ ამ წინადადებას ეთანხმებიან. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ „სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის“ ანალიტიკოსს, კიევის საავიაციო ინსტიტუტის პროფესორს, მაქსიმ იალის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: