მსოფლიოს ამბები – კანადის ევროპული პერსპექტივა და „ჰუსიტების“ ბლიცკრიგი I 18.09.2026
კანადის პრემიერ მინისტრი მარკ კარნი მიესალმა ევროკომისიის პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, კანადა შესაძლოა, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსი ექნება. რას გულისხმობს ეს სტატუსი ჯერ ბუნდოვანია, მაგრამ ურსულა ფონ დერ ლაიენის შეთავაზებამ უკვე დაიმსახურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გაღიზიანება, რომელიც ბრიუსელს სავაჭრო ტარიფებით დაემუქრა. ამ თემაზე ვესაუბრეთ ბრიუსელში მდებარე გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის, „ევროპული პოლიტიკის ცენტრის“, აღმასრულებელ დირექტორ ფაბიან ცულეგს.
„ჰუსიტებმა“ იემენის წითელი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავეს, რაც კითხვებს აჩენს ბაბ-ელ-მანდების სრუტის, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებისა და რეგიონული სტაბილურობის მომავალთან დაკავშირებით. ამ მოვლენებსა და მათ კავშირზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან ვესაუბრებით პირველი არხის ანალიტიკოსს შოთა თხელიძეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

