მსოფლიოს ამბები – ისრაელისა და ლიბანის მოლაპარაკებები

17:52, 24.04.2026
-0:00

ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამი კვირით გახანგრძლივდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მიუხედავად ამისა, ლიბანში მოქმედი დაჯგუფება „ჰეზბოლა“ და ისრაელი ზავის დარღვევაში ერთმანეთს კვლავაც ადანაშაულებენ. ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში „ჰეზბოლას“ არსენალია.

დაჯგუფების წევრები ამ დრომდე განიარაღების საკითხის განხილვაზე უარს ამბობენ. ამავდროულად, ისრაელის ჯარისკაცები კვლავაც რჩებიან ლიბანის ტერიტორიაზე – საუბარია მთელი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 5 პროცენტზე, სამხრეთში. ამ სამხედროების გაყვანის ვადები არ არსებობს. ისრაელში აცხადებენ, რომ მათი მიზანია ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.

ამ საკითხებს ახლა გავარჩევთ ჩვენს სტუმართან ერთად, აღმოსავლეთმცოდნე სიმონ გურეშიძესთან.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი